თქვენ გგონიათ, რომ მხოლოდ პროდასავლური მედია შეიძლება იყოს დამოუკიდებელი? – ლავროვი ''რუსთავი 2''-ს

19 ივლისი 2019, 08:58 2513 ნახვა

"მართლა გგონიათ, რომ მხოლოდ პროდასავლურ მედიას შეუძლია, იყოს დამოუკიდებელი?" - უთხრა სერგეი ლავროვმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, რომელმაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაუსვა. 

ლავროვი დაინტერესდა რას ითვალისწინებდა გადაწყვეტილება, ჟურნალისტმა კი მას განუმარტა, რომ ტელეკომპანიაში მფლობელის ცვლილებას. 

ლავროვმა აღნიშნა, რომ არ იცის სტრასბურგმა რა გადაწყვეტილება მიიღო. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს საქართველოს შიდა საქმეა.

“მე რა ხელი მაქვს ამასთან?... თუ მე ვახსენებდი რუსთავი 2-ს, არ ნიშნავს, რომ მე მაქვს რაიმე კავშირი იმასთან, რაც საქართველოში ხდება... როცა თქვენ ეკითხებით ჩემს კოლეგას, რას ფიქრობს დამოუკიდებელ პროდასავლურ მედიაზე, თქვენ გჯერათ, რომ მხოლოდ პროდასავლური მედია შეიძლება იყოს დამოუკიდებელი? მე მეგონა, თქვენ პროქართული იყავით, მაგრამ მაინც…” – თქვა ლავროვმა პრესკონფერენციაზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი