სამძებრო ოპერაცია გრძელდება

26 აგვისტო 2016, 00:00 2291 ნახვა

გონიოს სანაპირო ზოლში ორი დაკარგული სამხედრო მოსამსახურის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ოპერაციაში ჩართულია თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები, მყვინთავები, მცურავი საშუალებები და ავიაცია. ამ დრომდე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რჩება თურქული მტრალავი ხომალდი, რომელიც სიღრმისეულ საძიებო სამუშაოებს ასრულებს. ორი სამხედრო შავ ზღვაში 16 აგვისტოს სამხედრო სწავლების დროს დაიკარგა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი