ინფექციების მხრივ ძალიან მშვიდი სეზონი გვაქვს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ.
პაატა იმნაძე მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს, არ დალიონ წყალი წყალსატევებიდან, გამოიყენონ მწერების საწინააღმდეგო საშუალებები და დაიცვან ცხელ ამინდებში კვებასთან დაკავშირებული წესები. რომელი სეზონური ინფექციები გვხვდება ბათუმში და როგორია მედიკოსების რჩევები - ემზარ დიასამიძე მოგვიყვება.