შსს-მ ქობულეთში მომხდარი მკვლელობა გახსნა

26 აგვისტო 2016, 00:00 3009 ნახვა

შსს-მ ქობულეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. სამართალდამცველებმა 21 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ სოფელ აჭში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში მამაკაცი დაჭრა, რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ცივი იარაღით სხეულის დაზიანება კიდევ სამ პირს მიაყენა, მათ შორის, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ მირიან ნოღაიდელს. პოლიციელი იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. გამოძიება 108 ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში