გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც გუშინ ბათუმი - ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიისას მძიმედ დაშავდა. 5 წლის ბიჭი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას გადიოდა. დაშავებული მცირეწლოვანი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას გუშინ გვიან ღამით მედიკოსებმა ოპერაცია გაუკეთეს.
დაშავებულია კიდევ ერთი მცირეწლოვანი გოგონა, რომელიც თბილისში იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. გარდაცვლილი არასრულწლოვანი გოგონას ძმა იყო. ავტოავარიას ემსხვერპლნენ არასრულწლოვნების მშობლებიც
გუშინ, 13 ივნისს ავარიისას დაშავებული 9 პაციენტი კი სხვადასხვა ტრავმებით ქობულეთის კლინიკებში რჩება, რამდენიმე მათგანს დილით ოპერაცია ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.