13 ივლისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღეს დილიდან ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებით არაერთი აქტივობა გაიმართა.
ბათუმის ცენტრალური პარკიდან მემედ აბაშიძის ქუჩის მიმართულებით მოეწყო საზღვაო აკადემიის სტუდენტების მსვლელობა.
აქტივობებმა მოგვიანებით ნავსადგურის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. სადაც საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კაპიტნები და მექანიკოსები დააჯილდოვდნენ. საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის აჭარის მთავრობის ჯილდო „პოსტ მორტ“ მიენიჭა შორეული ნაოსნობის კაპიტანს ომარ ფირცხალავას და საზღვაო აკადემიის ღვაწლმოსილ თანამშრომელს, პოლკოვნიკ კანდიდ მიქატაძეს.
პრეზიდენტის ღირსების მედლით დაჯილდოვდა ქ-ნი ნათია ლაბაძე, კაპიტნის სავახტო თანაშემწე. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ქალი მეზღვაური, რომელმაც სტერეოტიპების მიუხედავად აირჩია პროფესია. იგი ამ წუთებშიც შორეულ ნაოსნობაშია. ჯილდო გადაეცა ქ-ნი ნათიას დედას ქალბატონ მზია ბრუნჯაძეს.
დაჯილდოვდნენ საქართველოს საზღვაო სასწავლებლების წარჩინებულ კურსდამთავრებულები.
ზღვაში სამსახურის დროს გარდაცვლილ საზღვაო დარგის პროფესიონალების პატივსაცემად კი საპატიო გვირგვინის ზღვაში ჩაშვების ცერემონია გაიმართა.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ, 2010 წელს გამოცხადებულ, პროფესიულ დღესასწაულს- მეზღვაურთა დღეს საქართველო უკვე მეცხრედ ზეიმობს.