მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა.
ანსამბლი მაყურებლის წინაშე ერთსაათიანი პროგრამით წარსდგა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, „ სუხიშვილების“ კონცერტი მეზღვაურებისა და ბათუმელების საჩუქარი იყო . გუშინდელი საღამოსთვის „ნაციონალურ ბალეტს“ ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარი გადაუხადეს.