მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნაწილი დღეს იმართება.
ბათუმის ცენტრალური პარკიდან ნავსადგურისკენ მეზღვაურებისა და საზღვაო სასწავლებლების სტუდენტების მონაწილეობით მსვლელობა იწყება, მოგვიანებით კი საზეიმო ცერემონია მე-11 ნავმისადგომზე გაიმართება. ტრადიციისამებრ პატივს მიაგებენ დაღუპულ მეზღვაურებსაც.