“საქართველოს ევროპული გზა” - საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

12 ივლისი 2019, 21:14 1227 ნახვა

„საქართველოს ევროპული გზა,“ ევროპული არჩევანი და ღია მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნებისგან - საერთაშორისო კონფერენცია შეაჯამეს დღეს მონაწილეებმა. დღის თემა იყო ინფრასტრუქტურა, ტრანსევროპული პროექტები, განათლება, გაცვლითი პროგრამები, ანუ ზოგადად ყველაფერი რაც მხოლოდ იდეურ ინტეგრაციას არ გულისხმობს და ფიზიკურ მისაწვდომობას ეხება.

მთავარ გამოწვევად კვლავ უსაფრთხოების საკითხი სახელდება,  მთავარ გზავნილად კი სრული და ღია მხარდაჭერა. ჯენი კვანტალიანი აშუქებდა ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან კონფერენციას, მოისმინა ასევე განცხადებები, ასე რომ ახლა პირდაპირ ეთერში შეაჯამებს სად დგას ახლა საქართველო ევროპულ გზაზე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში