რუსეთს-საქართველოს შორის შესაძლოა საჰაერო მიმოსვლა აღდგეს

10 ივლისი 2019, 15:09 1838 ნახვა

საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის, შესაძლოა, აღდგეს. ამაზე რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების წყაროზე დაყრდნობით „კომერსანტი“ წერს. გამოცემის მოსაუბრის თანახმად, მოსკოვი დააკმაყოფილა რუსეთის პრეზიდენტის მისამართით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უცენზურო გამონათქვამებზე ოფიციალური თბილისის რეაქციამ.

"ლენტა რუს" თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ თუ რუსოფობია საქართველოში შეწყდება, ხელისუფლება კი თანმიმდევრული იქნება, არ არის გამორიცხული ავიამიმოსვლის აღდგენა,  რომელიც 8 ივლისს შეწყდა.  ამავე წყაროს ცნობით, რუსეთის მხარე მზადაა დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხსაც. კრემლის პრეს სპიკერი დიმიტრი პესკოვი კი საქარტველო რუსეთს შორის ავიამომივლის აღდგენას ნაადრევად მიიჩნევს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი