“აწარმოე საქართველოში” სახელწიფო პროგრამის ფარგლებში ბათუმში ახალი კლინიკა გაიხსნა. ინოვაციური სტომატოლოგიის ცენტრი ყველა ასაკობრივ ჯგუფს სთავაზობს 24-საათიან მომსახურებას. ბავშვთა სტომატოლოგიურ განყოფილებაში ანიმაციური გმირების ფორმის ბორ–მანქანებია.
კაბინეტები სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის, სასწავლო პროცესისთვის კი ცალკე სივრცეა გამოყოფილი. პროექტზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯა და იგი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმაც დააფინანსა.