20 ივნისის მოვლენები „ლიბერალურმა ინტერნაციონალმა“ სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ ძალადობად შეაფასა

07 ივლისი 2019, 12:23 1197 ნახვა

სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ ძალადობად შეაფასა, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები „ლიბერალურმა ინტერნაციონალმა“. ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა "შეგნებულად შეუწყო ხელი" საკუთარ მოქალაქეებში და განსაკუთრებით ახალგაზრდობაში "ისტორიული უკმაყოფილობით გამოწვეული მღელვარების დაძაბვას". კერძოდ, იმ ფაქტით, რომ რუსეთის ფედერაციის დუმის პარლამენტარს საქართველოს პარლამენტის დარბაზში თავმჯდომარის სავარძლიდან სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მისცა.

„ლიბერალური ინტერნაციონალი“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ხელი აიღოს პოლიტიკური ოპონენტების შევიწროებასა და დევნაზე და უზრუნველყოს ჯანსაღი დიალოგი კონფრონტაციის ნაცვლად. ასევე, ლიბერალური ინტერნაციონალი მწუხარებას გამოთქვამს ვლადიმერ პუტინის მიერ ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ეს იყო "დამამცირებელი ზომები საკუთარი მოქალაქეების მიმართ". მათი თქმით, ეს სოციალურ-კულტურულ და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი გაუარესებას შეუწყობს ხელს. „ლიბერალური ინტერნაციონალი“ მსოფლიოს მასშტაბით 64 ქვეყანაში 106 ლიბერალური იდეოლოგიის პოლიტიკურ ორგანიზაციას აერთიანებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში