ბათუმში ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით შპს სანდასუფთავების სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ გადავსებული ურნების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე - 577 49 59 59.
ამ ეტაპისთვის ქალაქის ტერიტორიიდან ნარჩენები დღეში 4-ჯერ გააქვთ, მუშაობს 20 ავტომობილი. განსაკუთრებულ მონიტორინგზეა ბულვარის ტერიტორია და სანაპირო ზოლი.