აჭარის მაუწყებლის დირექტორობა 12 პირს სურს

03 ივლისი 2019, 21:25 1274 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველი ნაცნობი და ახალი კანდიდატები - კონკურსში მონაწილეობისთვის 12 პირი დარეგისტრირდა, მათ შორის არიან ისეთები, რომლებმაც პირველი კონკურსის დროს მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრის მხარდაჭერაც კი ვერ მოიპოვეს. არიან ახალი სახეები, ესენია თინა ცისკარაძე, დავით დიასამიძე, ფირუზ ბოლქვაძე, შოთა ზოიძე და ციალა ქათამიძე.

დანარჩენი კანდიდატები პირველ კონკურსშიც მონაწილეობდნენ, განმეორებით კონკურსში მონაწილეობას  მხოლოდ ნათია ზოიძე და თორნიკე მჟავანაძე არ იღებენ. ხმაურიანი და ჩაშლილი პირველი კონკურსის შემდეგ რა თქმა უნდა ყურადღების ცენტრშია მრჩევლების არჩევანი - მოიპოვებს თუ არა რომელიმე მსურველი 2-ზე მეტი წევრის მხარდაჭერას? ეს მომდევნო კვირის ბოლოს გაირკვევა. მანამდე კი გასაუბრება სავარაუდოდ სამ დღეს გაგრძელდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში