დედამიწის მოსახლეობის ერთი ნაწილი დღეს მზის სრულ დაბნელებას იხილავს.
მზის დაბნელებაზე დაკვირვება ჩილეს ჩრდილოეთ რეგიონებიდან და არგენტინიდან იქნება შესაძლებელი. პროცესი 4 წუთსა და 33 წამს გაგრძელდება.
ეს წელს მზის სრული დაბნელების ერთადერთი შემთხვევა იქნება.
მზის დაბნელება თბილისის დროით 23:23 წუთზე იქნება, საქართველოს მოსახლეობა კი მას ვერ დაინახავს.