ინციდენტი სოციალურ სახლთან

24 აგვისტო 2016, 00:00 2547 ნახვა

კაპრეშუმში სოციალური სახლი ხელვაჩაურის გამგეობამ 6 თვის წინ ჩაიბარა, აქ ბინა 50 ოჯახს უნდა გადაეცეს. სპეციალურმა კომისიამ კრიტერიუმებიც განსაზღვრა. დღეს აღნიშნულ სახლთან ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ხელვაჩაურის გამგებელს შორის ინციდენტი მოხდა. ოპოზიციის წევრებთან ერთად ორი ოჯახი იმყოფებოდა. მათი ინფორმაციით, სახლის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ეკომიგრანტების უმრაველსობა ამ დრომდე გამგეობის მიერ ნაქირავებ ბინებში ცხოვრობს.. აქციაზე მუნიციპალიტეტის გამგებელიც მივიდა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. ნადიმ ვარშანიძე აცხადებს, რომ არჩევნებამდე მოსახლეობისთვის ბინების გადაცემას კანონი კრძალავს. მისივე თქმით, აღნიშნული ორი ოჯახი კომისიის მიერ დადგენილ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, ამიტომ ბინებს ვერ მიიღებენ. მისივე თქმით, ოჯახებს 28 ათასი ლარიანი კომპენსაცია შესთავაზეს, თუმცა უარი განაცხადეს. გამგებელი ოპონენტების განცხადებებს პროვოკაციად აფასებს. 

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში