კრემლის აკრძალვა სპორტსაც შეეხო - ბათუმში ბილიარდის ჩემპიონატი აღარ ჩატარდება

01 ივლისი 2019, 21:10 3309 ნახვა

ტურისტული ემბარგოს გაგრძელება კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩაშლით და აკრძალვებით - რუსეთმა ბილიარდში მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში უნდა ჩატარებულიყო ჩაშალა. ამის შესახებ იმ წერილშია საუბარი, რომელიც რუსეთის ბილიარდის ფედერაციამ, საქართველოს ბილიარდის ფედერაციას გამოუგზავნა. ამის გარდა, კრემლმა პრაქტიკულად შეზღუდვა ღიად დაუწესა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს - უფრო კონკრეტულად კი მოსკოვი, ნინო ქათამაძის გადაწყვეტილების საპასუხოდ, მოუწოდებს არტისტებს თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.

როგორც ჩანს გაუქმდება ბათუმში დაგეგმილი ა-სტუდიოს კონცერტი. ამ ფაქტებისგან განსხვავებით, გამოჩდნენ კრემლის წინააღმდეგ წასული მსახიობებიც - რუსი კომიკოსი ანტონ აბრამოვი ალტერნატიულ გზებს ეძებს საქართველოში ჩამოსასვლელად. პუტინის მიერ შეზღუდული თავისუფალი არჩევანის უფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის - კულტურული და სპორტული ემბარგო „მთავარში.“

ია სართანია
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი