ევროპული თამაშების 9 დღის შედეგი

30 ივნისი 2019, 15:00 1190 ნახვა

ევროპული თამაშები დასასრულს უახლოვდება,  ისტორიულ მედალს კარატისტი გოგიტა არქანია დაეუფლა. ის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც კარატეში ევროპული თამაშების პრიზიორი გახდა. მან ჯგუფურ ეტაპზე ერთი შეხვედრა მოიგო, ორიც ფრედ დაასრულა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ასიმან გურბანლისთან დამარცხდა.  დანარჩენი ორი მედალი ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზეა. ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე.

67 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზემ ფინალამდე წარმატებულად იასპარეზა. რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა 3 შეხვედრა მოიგო. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბერძნულ-რომაული ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა. დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) ნახევარფინალში უნგრელ ერიკ ტორბასთან დამარცხდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, ახალგაზრდა სპორტსმენი რუმინე რაზვან არნაუტს დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში სძლია, რის შედეგადაც ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ფინალის საგზური მოიპოვა და თამაშების დასკვნით დღეს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს იაკობ ქაჯაია, რეპეშაჟში იასპარეზებს რევაზ ნადარეიშვილი .საქართველოს დელეგაციას ამჟამად 28 მედალი აქვს. საერთო გუნდურ ჩათვლაში, საქართველო 6 ოქროს, 8 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედლით მე-6 ადგილზეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი