აქციის მონაწილეები რუსთაველზე დღეს ისევ შეიკრიბებიან . პროტესტი 19 საათზე განახლდება უცვლელი მოთხოვნით - 20 ივნისის ღამეზე პასუხისმგებლობა აიღოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და დატოვოს თანამდებობა.
„მე მინდა პატიება გთხოვოთ, რომ ოდესღაც წავედი რუსეთში და ვიმღერე,“ - ამ სიტყვებით მიმართა საოპერო მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.სიტყვით გამოსვლის შემდეგ მან აქციაზე "ჰერიო ბიჭებო" და საქართველოს ჰიმნი შეასრულა.