მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია

29 ივნისი 2019, 15:05 1187 ნახვა

ბათუმი გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. სამი დღის განმავლობაში  ღონისძიების  მონაწილეები საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, ადამიანის უფლებებზე, კონფლიქტებზე,  სოციალურ და ეკონომიკური საკითხებზე,  ასევე კიბერ უსაფრთხოებასა და  ბავშვთა უფლებებზე იმსჯელებენ. 

მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ საკომიტეტო სამუშაოებშიც. კონფერენცია  რომელიც 300-მდე ქართველ და უცხოელ დელეგატს მასპინძლობს საქართველოში გაეროს მოდელირების საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური მხარდაჭერით ტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი