აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი თანამემამულეებს მოუწოდებს, ზაფხული საქართველოში გაატარონ. „ყველაზე მეტად საქართველოს ბუნებრივი სილამაზე მიყვარს. საქართველოს პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება.
მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში და თავად დარწმუნდით!" - წერს სოციალურ ქსელში ელიზაბეთ რუდი. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაწესებული "ტურისტული ემბარგოს", წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის მიერ რუსული ავიახაზებისთვის საქართველოს მიმართულებით და ქართული ავიახაზებისთვის რუსეთის მიმართულებით ფრენების აკრძალვას გულისხმობს, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები და ოფიციალური პირები გაერთიანდნენ.
ფეისბუქზე შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც არის მოწოდებები და რეკომენდაციები, ტურისტები ზაფხულში საქართველოში ჩამოვიდნენ.