დღეიდან უცხოური ვალუტის ახალი ოფიციალური კურსი შევიდა ძალაში. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 თეთრია, ევროს – 3.26 თეთრი, ხოლო გირვანქა სტერლინგის შეძენა – 3.63 თეთრადაა შესაძლებელი.
კურსი ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად დადგინდა. სავალუტო ჯიხურებში კურსი მცირედით დაბალია.