დააწესეს ტურისტული ემბარგო, მაგრამ რუსეთის გარდა სხვა ბაზრებზეც ვართ გასული - თორნიკე რიჟვაძე

28 ივნისი 2019, 15:15 2744 ნახვა

ქვეყანას ავარიდეთ საფრთხე - ასე გამოეხმაურა აჭარის მთვარობის თავმჯდომარე 20 ივნისის მოვლენებს. თორნიკე რიჟვაძემ განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. ასევე, თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის მხრიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ ისაუბრა. ამბობს, რომ რუსეთმა "პრაქტიკულად ტურისტული ემბარგო დაგვადო", თუმცა ფიქრობს, რომ აჭარაში ეს ემბარგო ნაკლებად იქნება დამაზიანებელი, რადგან სხვა ბაზრებიდან შემოდიან ტურისტები.

"წინასწარ გაწერილი, სწორი სტრატეგიისა და დაგეგმარების გამო, აჭარაში ბაზარი დივერსიფიცირებულია" - ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი