ლუჟკოვის სახლის დაშლა დაიწყო 

28 ივნისი 2019, 14:54 6279 ნახვა

ბათუმში, "ალიანს სიტიმ" ლუჟკოვის სახლად ცნობილი შენობის დემონტაჟი უკვე დაიწყო. ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და ეტაპობრივად შლიან შენობას. 

ლუჟკოვის სახლის დემონტაჟის სურვილის შესახებ  სამი თვის წინ გახდა ცნობილი. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შენობის დაშლის შემდეგ, ტერიტორიაზე სამი ცათამბჯენი უნდა აიგოს, რომლის სიმაღლე 150 მეტრი იქნება.

ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ერთი შენობა 50-სართულიანი, ხოლო ორი 40 და 45 სართულიანი იქნება.

პროექტის საჯარო განხილვა 20 მარტს მოეწყო. ბათუმის საკრებულოს დარბაზში შეკრებილი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სანაპირო ზოლზე მაღალი კორპუსების მშენებლობა გააპროტესტა, ნაწილმა განვითარებად შეაფასა, ხოლო ნაწილს წარმოდგენილი პროექტის ვიზუალი არ მოეწონა. "გამახსენა ბაქოს ცათამბჯენები" -  უთხრა საკრებულოს დეპუტატმა, ნატალია ძიძიგურმა ღია განხილვაზე კომპანიის წარმომადგენელს. 

მოგვიანებით, კომპანიის დირექტორმა თქვა, რომ ცათამბჯენების დიზაინისთვის საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებდნენ და ამის შემდეგ წარუდგენდნენ პროექტს მერიას დასამტკიცებლად.  

ამ ეტაპზე მერიაში ახალი პროექტი არ შესულა. 

ბათუმის სანაპირო ზოლში, ცათამჯენების მშენებლობისთვის, მერიამ ტერიტორიას საცხოვრებელი ზონის სტატუსი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით შეუცვალა. არ მგონია იქ სივრცე იმაზე მეტად ჩაიკეტოს, ვიდრე ამ წუთას არის ჩაკეტილი, ეს არის ქალაქის მერი, ლაშა კომახიძის პოზიცია ''ლუჟკოვის სახლის" ნაცვლად სამი ცათამბჯენის მშენებლობის საკითხზე. 

ე.წ. ლუჟკოვის სახლის მშენებლობა ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობის დროს დაიწყო, მშენებლობა ზღვისპირას დასრულებული იყო, თუმცა იგი წლებია უფუნქციოა და სამშენებლო ჯებირებით იყო შემოსაზღვრული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი