საქართველოს პრემიერ მინისტრი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. მამუკა ბახტაძემ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასვლამდე შესავალი სიტყვა თქვა.
პრემიერი ამბობს, რომ ''ნაციონალური მოძრაობის'' მხრიდან 7 წლის განმავლობაში იყო აგრესიული რიტორიკა. ისინი ემზადებოდნენ და ერთ დღეს ჩაუსაფრდნენ თავიანთ ხალხს და ქვეყანას.
მამუკა ბახტაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენები, უმძიმესი სანახავი იყო.
''ჩვენ ყოველ წელს გვესმის ერთი და იგივე. მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მისი აგრესიული ჯგუფი რიტორიკა არის უცვლელი, ეს არის აგრესია, ძალადობა და ყველაფერი რაც უკავშირდება მთავარ მიზანს, რომ როგორმე შემოიტანონ საზოგადოება განწყობა, რომ ქვეყანაში იქნება არეულობა.
მათი დღის წესრიგია - არანაირი არჩევნები, ხელისუფლება უნდა დაემხოს.
ნებისმიერი არჩევნების პერიოდში ჩვენ ვისმენთ ერთი და იგივეს, ეს არის შეტევა კონსტიტუციაზე და აგრესია. 7 წელია ისინი ამზადებდნენ და უსაფრდებოდნენ თავიანთ ხალხს, ქვეყანას, სამშობლოს.
ისინი ელოდნენ რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ ჩვენ ფეხი დაგვიცდა. რაც ვიხილეთ 20 ივნისს ეს იყო ნებისმიერი ქართველისთვის მიუღებელი.
ერი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის ეს უმძიმესი სანახავი იყო. ამა გამოიწვია გულწრფელი ემოცია და პროტესტი და თითოეული ჩვენგანი ამის სოლიდარულია. მომხდარს იმავე დღესვე მივეცით მკაცრი რეაგირება. ასამბლეა შეწყდა და დელეგაციებმა ქვეყანა დატოვეს'' - თქვა პრემიერმა.