რუსეთიდან ჯავშნების გაუქმებაში აქციის წევრები და აჭარის მთავრობა ოპოზიციას ადანაშაულებენ

25 ივნისი 2019, 14:03 5855 ნახვა

ქობულეთში ტურისტულ სექტორში დასაქმებულების მორიგი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, შესაძლოა წელს ტურისტული სეზონი ჩავარდეს, მიზეზად ისინი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებას ასახელებენ. მათი ინფორმაციით აღნიშნული ბრძანების შემდეგ ასობით ჯავშანი გაუქმდა და რუსი ტურისტების ნაწილმა ქალაქი უკვე დატოვა.

აქციის მონაწილეები პრობლემის დროულად მოგვარეას ითხოვენ და მომხდარშინაციონალურ მოძრაობასადანაშაულებენ. აქციაზე იპოთეკით დაზარალებულებიც იმყოფებოდნენ, ისინი გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდნენ. მთავრობის წევრების განცხადებით ხელისუფლება კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს და სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვას უზრუნველყოფს.

 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში