უსაფრთხოება სასტუმროებში - გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ბათუმში არსებული განთავსების ობიექტების უსაფრთხოებისა და დაცვის დეპარტამენტის მენეჯერები მსჯელობენ. განიხილავენ იმ რეგულაციებსა და დირექტივებს, რომელთა შესრულება სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, ევროკავშირთან რატიფიცირების შემდეგ ევალებათ.
როგორც ერთ-ერთი სასტუმროს უსაფრთხოებისა და დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს მთავარ პრობლემად რჩება სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გამართვა. ტურისტული ობიექტების მენეჯერები ერთმანეთს გამოცდილებას დაცვის, კონკრეტულად კი სათვალთვალო სისტემასთან დაკავშირებითაც გაუზიარებენ. სამომავლოდ კერძო სექტორის გარდა, კონფერენციაში სხვა უწყებების უსაფრთხოების თანამშრომლებიც ჩაერთვებიან.