თბილისში, მეტეხის ხიდთან მომხდარ შემთხვევას, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში თავდაპირველად უთხრეს, რომ გარდაცვლილი იყო სამი მოქალაქე, მოგვიანებით კი დაზუსტდა, რომ ორი დაშავდა ერთი კი დაიღუპა.
ისინი სიმაღლიდან ვარდნის გამო დაიღუპნენ. გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
უკავშირდება თუ არა მომხდარი უამინდობას უცნობია, უწყებაში ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
თბილისში ბოლო ერთი საათია ძლიერი წვიმა და ქარია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 124-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ისინი კორეის მოქალაქეები არიან.