ბათუმის აეროპორტში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ბათუმი-მოსკოვისა და მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით ფრენები.
ბათუმი-მოსკოვის რეისები დღეში ორჯერ ხორციელდება. მგზავრები დღეს საქართველოს ტურისტული კუთხით, როგორც საინტერესო ქვეყანაზე საუბრობდნენ. ამბობდნენ, რომ აქ ჩამოსვლა დიდი ხანია დაგეგმილი აქვთ.
რუსეთის მოქალაქეების ნაწილს ვლადიმერ პუტინის მოწოდების შესახებ სმენია, თუმცა ამბობდნენ, რომ საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ინდივიდუალურად არის მისაღები და მათ ამის სრული უფლება აქვთ.
რაც შეეხება იმათ, ვინც უკვე იმყოფებოდა საქართველოში, დასვენებით აღფრთოვანებულები არიან და ამბობენ, რომ საქართველოში ჩამოსვლას სხვა დროსაც გეგმავენ. რუსი ტურისტები იმედს გამოთქვამენ, რომ პოლიტიკური ურთიერთობები ქვეყნებს შორის გადაადგილების საშუალებაზე არ აისახება.