“ნუ მესვრი” - მედიის წარმომადგენლების აქცია ბათუმში

21 ივნისი 2019, 15:20 3591 ნახვა

ამ წუთებში ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ,,ნუ გვესვრი“- ესაა მთავარი გზავნილი სახელმწიფოს მისამართით.  

აქცია იმართება   ბათუმშიც, ჟურნალისტების ორგანიზებით. როგორც იცით აქციაზე დარბევის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები. ტელეკომპანია ,,რუსთავი ორის“  ჟურნალისტს ოპერაციაც დასჭირდა. 

არსებული მონაცემებით, 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ  სულ მედიის 31 წარმომადგენელი დაშავდა- აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აქვეყნებს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი