დაშავებულთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა 

21 ივნისი 2019, 01:41 3040 ნახვა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად,  დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 69 ადამიანი დაშავდა. 

პრემიერ მინისტრის მრჩეველის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ​სამედიცინო დახმარებისთვის კლინიკებს 30 დაზარალებულმა სამოქალაქო პირმა და 39 პოლიციელმა მიმართა. 

''12 გადის ახლა სტაციონალური მკურნალობას. სხვა კლინიკებშიც იმყოფებიან და მათაც ვნახავთ. აქაური პაციენტების მდგომაროება მძიმე არ არის. ერთ-ერთი არის საყურადღებო, მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება'' - თქვა სერგეენკომ.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი გაუშვა და რეზინის ტყვიები ისროლა. 

სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებული მოქალაქეები კლინიკებში გადაიყვანეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი