„ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა - ეს დღის მთავარი შეფასებაა. პროტესტის პირველი შედეგი მიღწეულია - თბილისი-მოსკოვის რეისი უკვე შესრულდა - სერგეი გავრილოვმა ქვეყანა დატოვა.
ქვეყნის, არა თუმცა ახლა ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი პოსტის დატოვებას ურჩევენ თანამდებობის პირებს. ირაკლი კობახიძესთან ერთად, ითხოვენ გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურის გადადგომას. გუნდი კი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას როგორც ჩანს არ აპირებს - ისინი ფაქტს შეცდომას უწოდებენ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კი ყველაფერს პროტოკოლს აბრალებენ - მოკლედ თითს ორგანიზატორებისკენ იშვერენ.
ის რაც ვნახეთ ყველასთვის შემაშფოთებელი იყო - ოკუპანტი რუსეთის დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა და ასამბლეა რუსულ ენაზე მიჰყავდა. საზოგადოების რეაქციამ არ დააყოვნა. „სირცხვილია“ ამ სახელწოდებით მიმდინარეობს ამ წუთებშიც აქცია საქართველოს პარლამენტის წინ.