ევროტურნირებზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია

18 ივნისი 2019, 20:02 3314 ნახვა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროტურნიერების კენჭისყრა გაიმართა  და გაირკვა ქართული კლუბების მეტოქეები.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს თბილისის ,,საბურთალო’’  მოლდოვურ ტირასპოლის ,,შერიფთან’’ გამართავს.   პირევლი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 9 და 10 ივლისს გაიმართება.

რაც შეხება ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს, ქუთაისის ,,ტორპედოს’’ მეტოქე ყაზახური ,,ორდაბასი’’ იქნება.

საჩხერის ,,ჩიხურა’’  ლუქსემბურგის ‘’ფოლასთან’’ მოსინჯავს ძალებს,  ხოლო თბილისის ,,დინამო’’ სან მარინოს ,,ლა ფიორიტასა’’ და ანდორის ,,ერგონდანის’’ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11 და 18 ივლისს გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი