ნუ წავართმევთ პრემიერს ამ შესაძლებლობას - დავით სერგეენკო თანამდებობიდან გადაყენებაზე

17 ივნისი 2019, 12:54 3299 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, თანამდებობის დატოვების შესახებ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას,  არც უარყოფს და არც ადასტურებს. 

ამის შესახებ მოქმედმა მინისტრმა ტელეკომპანია რუსთავი 2“-ს განუცხადა. სერგეენკო ამბობს, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა.

''მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება და განაცხადოს. ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ. ცალსახად მინდა გითხრათ, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესია, ეს ყველაფერი არის პრემიერ-მინისტრის მისაღები გადაწყვეტილება“, - აღნიშნა დავით სერგენკომ.

კითხვაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა პრემიერთან შეხვედრა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მამუკა ბახტაძეს ხშირად ხვდება.

არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას დღეს დატოვებს. სავარაუდოდ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომის დაწყებამდე დაგეგმილ ბრიფინგზე განაცხადებს.  

გავრცელებული ინფორმაციით, მის შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი