ხანძრიდან 2 თვის შემდეგ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში პირველი მესა პარიზის არქიეპისკოპოსმა აღავლინა. ლიტურგიას მხოლოდ 30-მდე სასულიერო პირი ესწრებოდა, მოქალაქეებს კი შესვლის საშუალება არ ჰქონდათ. ტაძარში სასულიერო პირებს თავზე ჩაფხუტები ეხურათ. მესა დაახლოებით ერთი საათი გააგრძელდა. ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია, ვიზიტორებს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება ეზღუდება. ფოტოები პარიზიდან, ჩვენმა რეპორტიორმა თიკო სუსარეიშვილმა მოგვაწოდა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა, დაიწვა დიდი ნაწილი. სპეციალისტების განცხადებით, ტაძრის რეკონსტრუქცია შესაძლებელია, თუმცა ამას ბევრი წელი და დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება.