სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სახლს ნაპრალები გაუჩნდა

14 ივნისი 2019, 21:12 1582 ნახვა

მორიგი საქმე ბათუმის მერიის წინააღმდეგ - ამჯერად მოქალაქე იმ ზიანის გამო დავობს, რომელიც მის სახლს მიწისქვეშა სამუშაოების შესრულებისას მიადგა. ოჯახში ამბობენ, რომ საკანალიზაციო სისტემის შეცვლისას სახლი ისე დაიბზარა, რომ მასში ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია.
 

საფრთხე ერთჯერადი დათვალიერებით დაინახეს სამართალდამცველებმა და გეოლოგმა - ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაადგინოს კონკრეტულად ვინ იყო სამუშაოებზე პასუხისმგებელი და ვინ უნდა აუნაზღაუროს ოჯახს ზარალი. პასუხისმგებლობა, ექსპერტიზის პასუხების შემდეგ, სავარაუდოდ მერიის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაეკისრება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში