მოქალაქე, რომელმაც სასამართლო დავა ყველა ინსტანციაში მოიგო, წლებია აღსრულებას ელოდება - საქმე ეხება ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე აშენებულ საცხოვრებელ სახლს, რომელიც იმდენად ახლოსაა კერძო სახლთან, რომ მარტივადაა შესამჩნევი დარღვევა - მოქალაქე სახლის აშენებიდან დღემდე ითხოვს პასუხისმგებელი პირების დასჯას და იმ ფანჯრების და აივნების მოშლას, რომელიც მის პირად სივრცეში იჭრება.
ოჯახი გავლენებზე საუბრობს - ამის დასადასტურებლად კი ყოფილი მერი და ვიცე-მერი მოჰყავს. ბაგრატ მანველიძე ამ ტერიტორიაზე მიწას ფლობდა, მის ოჯახს ამავე შენობაში აქვს ბინა.