არჩევნებთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა ოპოზიციის ნაწილმა დატოვა

13 ივნისი 2019, 21:03 1400 ნახვა

კვლავ დღის წესრიგშია საარჩევნო რეფორმა - არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია 2020 წლიდან მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვს, პარლამენტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის საკითხი სამუშაო ფორმატში არ განიხილება. სწორედ ამიტომ დღეს დილიდან შეხვედრა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დატოვეს.
 

ოპოზიციაში, ამბობენ, რომ თუ მაჟორიტარული სისტემა ახლავე არ გაუქმდება, სხვა კოსმეტიკურ ცვლილებებს აზრი უბრალოდ არ ექნება. პარალელურად საინიციატივო ჯგუფმა ამავე მოთხოვნით და საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით პარლამენტში 300 000-მდე მოქალაქის ხელმოწერა დაარეგისტრირა. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი