ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 70 სტუდენტი 3 თვის განმავლობაში პრაქტიკას გერმანიაში გაივლის. პროექტი უკვე ხუთი წელია ხორციელდება. სტუდენტები თეორიულ ცოდნის მიღებასთან ერთად სასტუმროების ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაერთვებიან და მიიღებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
სტუდენტების პრაქტიკა გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით საფუძველზე ხორციელდება.