როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ახალ კვლევაში წერია, რომ საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკა ვერ პასუხობს ნაკისრ ვალდებულებებს, ამიტომ ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავენ.
მაგალითად, ითხოვენ შეიქმნას პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ანტკორუფციული სააგენტო და პარლამენტი გადავიდეს პროპორციული არჩევნების სისტემაზე. კვლევას არ ენდობა მმართველი გუნდი.
თუმცა სახელისუფლებო პარტიაში არიან ისეთებიც, რომლებიც სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინების მომხრე არიან. რაც შეეხება უმცირესობას, აქ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ, რომლებიც შესაძლო კორუფციულ გარიგებებს უკავშირდება.
ჩვენ დავინტერესდით რას ფიქრობს ხალხი? მოსახლეობის უმრავლესობა ელიტურ კორუფციაზე საუბრობს და იხსენებს აჭარაში ბოლო დროს გახმაურებულ მასშტაბურ დაკავებებს.