წალკელმა ეკომიგრანტებმა აქცია შეწყვიტეს. ისინი ხელისუფლებას კიდევ ერთ შანსს აძლევენ პრობლემების მოსაგვარებლად. საუბარია, სახნავ-სათესი მიწებისა და საცხოვრებელი სახლების დაკანონებაზე.
ეკომიგრანტებმა დღეს  წერილი დატოვეს პარლამენტში და შეხვდნენ  საკანონმდებლო ორგანოში აჭარის მაღალმთიანეთის  მაჟორიტარ დეპუტატს. როგორც ანზორ ბოლქვაძემ განაცხადა, ის უშუამდგომლებს მათ მთავრობასთან.
მიუხედავად პრემიერ-მინისტრის დაპირებისა ეკომიგრანტები სასამართლოში შესატან სარჩელს მაინც ამზადებენ „ეკომიგრანტები საქართველოს წინააღმდეგ“. გუშინ, ცნობილი გახდა, რომ  მთავრობა ქმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც იმსჯელებს პრობლემის მოგვარების გზებზე, უკვე ჩაინიშნა  პირველი შეხვედრაც.