"პარკირება დაშვებულია მხოლოდ სამსახურებრივი ავტომობილებისთვის" - ბათუმში კერძო პარკირება შეიზღუდა 

12 ივნისი 2019, 13:38 5723 ნახვა

ბათუმის მერიის სამსახურებმა, დღეს ყველა იმ კომერციულ, საჯარო და სახელმწიფო უწყების წინ განთავსებული ნიშანი მოხსნეს, სადაც ეწერა - "პარკირება დაშვებულია მხოლოდ სამსახურებრივი ავტომობილებისთვის".

"ბათუმის ავტოტრანსპორტში" აცხადებენ, რომ მსგავსი საგზაო ნიშნები დაწესებულებებს თვითნებურად ჰქონდათ განთავსებული. "მერიაში არ არსებობს ბრძანება, გადაწყვეტილება ან დადგენილება, რომელიც ქუჩის სავალ ნაწილზე, სადაც პარკინგი უნდა იყოს, შეეზღუდოს მოქალაქეს მანქანის გაჩერება, რადგან იქ სამსახურებრივი ავტომობილები უნდა გაჩერდნენ" - გვითხრეს უწყების პრესსამსახურში. 

როგორც ავტოტრანსპორტში ირწმუნებიან, ყველა ასეთ ადგილზე საჯარო პარკირების ადგილები გაკეთდება, თუ დახაზული არ არის დაიხაზება. მათ შორის მერიის შენობის წინაც, რომელიც ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში