ბათუმში ზღვაზე მაშველებმა ბიჭი გადაარჩინეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

11 ივნისი 2019, 15:47 7760 ნახვა

დღეს, 11 ივნისს, ახალი ბულვარის სანაპიროზე,  მაშველებმა 18 წლის ბიჭი გადაარჩინეს, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

''მაშველებმა ბათუმში, პლაჟზე ფეხით პატრულირებისას ზღვაში მოქალაქე შეამჩნიეს, რომელიც წყლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ახალგაზრდა 150 მეტრის სიღრმეში იყო შესული,'' - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

18 წლის ბათუმელი, თემურ მიქელაძე წყლიდან მაშველმა - ანრი ნემსაძემ გამოიყვანა, ის ახლა უსაფრთხოდ არის და თავს კარგად გრძნობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში