ბათუმში მსოფლიო ოკეანის დღეს აღნიშნავენ

08 ივნისი 2019, 11:20 1414 ნახვა

დღეს, მსოფლიო ოკეანის დღეა - ბათუმში თარიღს კონფერენცია ეძღვნება, რომელიც ამ წუთებში  მიმდინარეობს. ძველ ბულვარში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. ოკეანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბავშვებისთვის  სახალისო ვიქტორინით დასრულდება.

პირველად მსოფლიო ოკეანის დღის  კონცეფცია 1992 წელს კანადის მთავრობამ წარადგინა რიო დეჟანეიროს “დედამიწის ყოველწლიურ სამიტზე” 2008 წლიდან კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით ოკეანის დღე ყოველ 8 ივნისს აღინიშნება.  წელს გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია „ერთად შეგვიძლია დავიცვათ და აღვადგინოთ ჩვენი ოკეანე“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი