აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსის შესახებ გაერომ 79 ქვეყნის მხარდაჭერით დოკუმენტი მიიღო. საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპის ყველა ქვეყანამ, გარდა რუსეთისა და ბელარუსისა. რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას .
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გრძელდება მუშაობა, რათა საქართველოს საკითხი იყოს მუდმივად საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში რაც შეიძლება მაღლა. დავით ზალკანიანი რეზოლუციის შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას და აცახდებს, რომ ხაზგასმულია ფუნდამენტური უფლების განხორციელება.
''ქართული დიპლომატიის კიდევ ერთ მნიშვნელოვანი წარმატება, საქართველოს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდეს პოლიტიკურ მხარდაჭერა - ასეთი შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში რეზოლუციის მიღებას. ოპოზიცია კი დიპლომატიური კორპუსის მუშაობას იწუნებს. აცხადებენ, რომ პირიქით წელს პირიქით, რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების ჩამონათვალი შემცირდა.