როგორ გახდა "პედოფილებში" რეიტინგული ბავშვის უწყინარი ვიდეო - youtube-ს ცვლილებებს სთხოვენ 

04 ივნისი 2019, 14:26 3161 ნახვა

ყველაზე მსხვილი სოციალური მედია - Youtube მოზარდების მშობლების კრიტიკის ობიექტი ხდება. მშობლები ვიდეოპორტალის იმ ალგორითმს აპროტესტებენ, რომელიც საოჯახო ვიდეოებს, სადაც ბავშვებიც არიან ასახულები, ავტომატურად სთავაზობს მომხმარებლებს, რომლებიც შესაძლოა პორნოგრაფიული ან სექსუალური ვიდეოებით იყვნენ დაინტერესებულები. 

რიო-დე-ჟანეიროს გარეუბანში მცხოვრებმა ქრისტინამ, NY times მისცა ინტერვიუ, სადაც მშობელი ყვება მისი 10 წლის გოგონას შესახებ, რომელმაც მეგობართან ერთად, აუზში ბანაობისა და თამაშის ვიდეო გადაიღო და იუთუბზე ატვირთა. 

მოგვიანებით, მშობელს 10 წლის გოგომ მისი ვიდეოს წარმატების შესახებ მოუყვა.  youtube-ზე განთავსებულ  გოგონების  უწყინარი თამაშის ვიდეოს, დრამატულად მოემატა რეიტინგი.  გოგონას დედა ამბობს, რომ რა თქმა უნდა ეს არ არის დანაშაული, მაგრამ რამდენიმე დღეში აღმოჩენილმა ციფრებმა და რეზონანსმა შეაშინა. 

ბავშვის ვიდეოს 400 000-მდე ნახვა, ათასობით რეკომენდაცია, კომენტარები და გაზიარებები ჰქონდა. ამის შემდეგ, ქრისტიანამ ბავშვის ვიდეოს ვირუსულად გავრცელებასა და პროპაგანდაში YouTube- ის სისტემა დაადანაშაულა და  ფაქტი გააპროტესტა. კომპანიამ ვიდეო ამოიღო ქსელიდან, მაგრამ ბევრ მომხმარებელს გადმოტვირთული და შენახული ჰქონდა იგი, ამიტომ ის ონლაინ სივრცეში მაინც დარჩა. ვიდეო ყალბი ანგარიშებით ისევ აიტვირთა.

როგორც NY times-სი წერს, სპეციალისტებისა და მკვლევარების მუშაობის შედეგად დამტკიცდა, რომ youtube-ის ალგორითმი ბავშვების ვიდეოებით დაინტერესებულ მომხმარებლებს, სხვა ბავშვების ახალ დადებულ ვიდეოებს სთავაზობს. ასევე, ეხმარება მათ ისეთი ვიდეოების პოვნაში, სადაც ბავშვები ტანვარჯიშით ან იოგით არიან დაკავებულები, აქედან გამომდინარე, მკვლევარებმა მიიჩნიეს, რომ ამ ალგორითმით, ვიდეოპორტალი პედოფილებს ეხმარება იპოვოს მისთვის საინტერესო ვიდეო. 

თაიმსის ვერსიით, პედოფილებს საიტის მიერ რეკომენდირებული ვიდეოების ჩამონათვალიც ეხმარება. უფრო ონკრეტულად კი, შემუშავებული სქემა, სადაც მომხმარებლების ნაწილი, ბავშვების ვიდეოებზე აკომენტარებენ და უთითებენ კონკრეტულ მონაკვეთს, რომლებშიც ისინი მოზარდის მდგომარეობას "სექსუალურ პოზად" აფასებენ.

მედიასაშუალება theverge.com-ის ინფორმაციით, ახალი მოხსენების შედეგად Youtube–მა მკლევარების არცერთი დასკვნა არ გაითვალისწინა. გამოცემა წერს, რომ ის ისევ რჩება პედოფილებისთვის ღია სივრცედ, რომელიც ბავშვებში მსგავსი შინაარსის ვიდეოებს მასშტაბურად ავრცელებენ.

Youtube–ის უსაფრთხოების გუნდისგან მოქალაქეების ნაწილი მოითხოვს, ექსპერტებთან ერთად შეისწავლონ ის ვიდეოები, რომლების ბავშვების ფსიქიკას რისკის ქვეშ აყენებენ. 

Youtube-ი ამბობს, რომ მზად არ არის გააუქმოს ვიდეოს შეთავაზების ფუნქცია, რადგან ეს გამოიწვევს მასალის შემქმნელის ინტერესის დაზიანებას. რადგან ამ პრობლემის მიღმა, ამ ალგორითმს უმარავი მომხმარებლისთვის. 

მაგრამ შეეცადა ამ მიმართულებით პრევენცია გაეკეთებინა, უფრო კონკრეტულად კი ​YouTube-მა მილიონი ვიდეო წაშალა - მათი უმრავლესობა სპამს ან ზრდასრულთათვის განკუთვნილ ვიდეოებს წარმოადგენდა. გააუქმა ბავშვების ვიდეოებზე კომენტარების დატოვების, ძიებისა და გამოწერის ფუნქცია, YouTube მილიარდზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს, რომელიც დღეში ჯამურად მილიარდზე მეტი საათის ხანგრძლივობის ვიდეოს უყურებს.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი