ეს არის მიზანმიმართული მოქმედებები ჩემი, როგორც პოლიტიკოსისა და ლექტორის დისკრედიტაციის მიზნით, აცხადებს სტუდენტის მიერ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ომარ მახარაძე, რომელიც რამდენიმე საათი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მან გახმაურებული საქმის შესახებ დღეს მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.