ავტობუსში ბილეთის არ ქონის გამო 20 ლარით დაჯარიმდებით

29 მაისი 2019, 15:42 3231 ნახვა

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმა იზრდება.  კანონში ცვლილებების შედეგად, ჯარიმის ოდენობა 5 ლარის ნაცვლად  20 ლარი ხდება - გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში დღეს მიიღეს. 

კანონმდებლობით, მგზავრს ეკისრება ვალდებულება მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონულად გადაიხადოს მგზავრობის ტარიფი. წინააღმდეგ შემთვევაში კი მასზე გავრცელდება საჯარიმო საქნციები. 

ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელდა, ავტორი გარემოს დაცვის კომიტეტია, კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით - 88 ხმით (ხუთი წინააღმდეგი) დაამტკიცა.

 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი