ადვოკატის ბრალდება უსაფუძვლოა - საია ზაზა პაპიძის განცხადებაზე

29 მაისი 2019, 15:00 2015 ნახვა

 19 წლის სტუდენტის ადვოკატის ბრალდება არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური ჯგუფების წინააღმდეგ.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ადვოკატმა ზაზა პაპიძემ დღეს განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სავარაუდო სექსუალური ძალადობის საკითხს კონკრეტული ჯგუფები მანიპულირებისთვის იყენებდნენ. ადვოკატი პოლიტიკურ ჯგუფებში კონკრეტულ სახელებს არ ასახელებს.

რაც შეეხება საიას, რომელიც თავდაპირველად გოგოს ინტერესებს იცავდა, აცხადებენ, რომ ბრალდება უსაფუძვლოა. მეორე კურსელი გოგო სამართლებრივ დავას აგრძელებს. გამოძიება კი „სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების მუხლით მიმდინარეობს.

გამოძიება თავიდან სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე „იძულების“ მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით უფრო დამძიმდა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლექტორს, რომლსაც უფლებამოსილება უნივერსიტეტის დისციპლინურმა საბჭომ გუშინ ერთხმად შეუწყვიტა, პატიმრობა ემუქრება. ასევე ომარ მახარაძემ დატოვა საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა და  ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ რიგები, თუმცა საკრებულოს წევრად რჩება.  ომარ მახარაძე ბრალდებას არ იზიარებს. მას ტელეფონი გამორთული აქვს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი