იტალიის ქალაქ პეზაროს საერთაშორისო საოპერო მომღერლების აკადემიისა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ერთობლივი პროექტით ბათუმში ჯაკომო პუჩინის ოპერა „ბოჰემას“ პრემიერა გაიმართა. მასში მონაწილეობა ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდა საოპერო შემსრულებლებმა მიიღეს.
სპექტაკლი ანშლაგით გაიმართა. 30 მაისს ოპერა ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების ცენტრის სცენაზე მეორედ დაიდგმება, რომელშიც მონაწილეობას ბათუმელის შემსრულებლები მიიღებენ. ამის შემდეგ სპექტაკლი იტალიაში დაიდგმება. ოპერა საქართველოში 50 წლის შემდეგ გაიმართა.